
თერაპიული სტომატოლოგია
თერაპიული სტომატოლოგიის მიზანია კბილის სხვადასხვა ქსოვილის დაზიანების მკურნალობა. ის მოიცავს კარიესისა და მისი გართულებების – პულპიტისა და პერიოდონტიტის – ეტიოლოგიას, პათოგენეზს, კლინიკურ გამოვლინებებს, პროფილაქტიკასა და მკურნალობას.
დაავადებების იდენტიფიკაციისა და კონსერვატიული მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია მათი სწორი დიაგნოზის დასმა. კბილის დაზიანებები შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც კარიესით, ისე არაკარიესული პროცესებით ან ტრავმით.
კონსულტაცია მოიცავს:
- პირის ღრუს დათვალიერებას
- დიაგნოზის დასმას
- მკურნალობის გეგმის შედგენას
- საჭიროების შემთხვევაში სხვა პროფილის სპეციალისტების ჩართვას
- შესაბამისი დანიშნულების გაცემას
თერაპიული სტომატოლოგია გვეხმარება რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ ჯანსაღი კბილები და ლამაზი ღიმილი. ჩვენთან არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები, პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური, კომპლექსური მიდგომა გაძლევთ საშუალებას მიიღოთ მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურება გრძელვადიანი და იდეალური შედეგისთვის.
