Close up of dentist hand in serial glove putting elastic rubber band on patient brackets. Woman with wired metal braces on teeth receiving orthodontic treatment in dental clinic. Concept of dentistry.

ორთოდონტია

ორთოდონტია წარმოადგენს კბილთა არასწორი დგომისა და თანკბილვის გასწორების ყველაზე ეფექტურ და რეკომენდებულ გზას. ორთოდონტიული მკურნალობის დროს გამოიყენება როგორც მოუხსნელი, ასევე მოსახსნელი კონსტრუქციები. მოსახსნელ კონსტრუქციებს განეკუთვნება ფირფიტები და კაპები, ხოლო მოუხსნელ კონსტრუქციას – ბრეკეტები.

მეტალის ბრეკეტები ყველაზე გავრცელებული კონსტრუქციაა, რომელიც მაგრდება კბილის გარეთა ზედაპირზე.

კერამიკული ბრეკეტები იმეორებს კბილის ფერს და ნაკლებად შესამჩნევია, მისი უპირატესობა ესთეტიკურ მხარეში მდგომარეობს.

ლინგვალური ბრეკეტები ფიქსირდება კბილის შიდა ზედაპირზე, რაც მათ თითქმის უხილავს ხდის.

თვითლიგირებადი ბრეკეტების შემთხვევაში პაციენტს კორექცია სჭირდება 6-7 თვეში ერთხელ, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა მცირდება რამდენიმე თვით.

ორთოდონტიული მკურნალობა შესაძლებელია ელაინერებით, რომელთა გამოყენებისას პაციენტი არ საჭიროებს რეგულარულ ვიზიტებს ექიმთან. მათი უპირატესობა ვიზუალურად შეუმჩნეველი დიზაინი და საჭიროების შემთხვევაში მოხსნის შესაძლებლობაა.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მდგომარეობის სირთულეზე.