Screenshot-2023-04-03-at-22.13.02-1024x662

ესთეტიური კოსმეტოლოგია - ინექციური პროცედურები

  • ბიორევიტალიზაცია
  • ბიორეპარაცია
  • მეზოთერაპია
  • ბოტულინოთერაპია
  • კონტურული პლასტიკა (ფილერები)
  • ტუჩის მოდელირება

ბიორევიტალიზაცია

ეს არის ჰიალურონის მჟავის ინექციური მეთოდით კანქვეშ შეყვანა. პროცედურა ატენიანებს კანს, ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, აუმჯობესებს კანის ტონუსს, ელასტიურობას და აღადგენს ფერის ერთგვაროვნებას.

კონტურული პლასტიკა

ეს არის სახის რემოდელირება და სხვადასხვა მიდამოს დაკარგული მოცულობის აღდგენა ფილერებით. შემავსებლების გამოყენება შესაძლებელია ტუჩების, ყვრიმალის, ნიკაპის, სახის ოვალის და სხვა ზონების კორექციისთვის. ასევე, შესაძლებელია სახის სხვადასხვა ზონაზე სტატიური ნაოჭებისა და ღარების შევსება და რემოდელირება.

ბოტულინოტოქსინი (ბოტოქსი)

გამოიყენება მიმიკური ნაოჭების, წარბებს შორის, შუბლის, თვალის ირგვლივ ნაოჭების, გინგივალური ღიმილის, ბრუქსიზმის, ჰიპერჰიდროზის (ჭარბოფლიანობის) და შაკიკის სამკურნალოდ და კორექციისთვის.

ბიორეპარაცია

ბიორევიტალიზაციისგან განსხვავებით, ბიორეპარაციის დროს კანში შეყვანა ხდება არა მხოლოდ ჰიალურონის მჟავის, არამედ ვიტამინების, პეპტიდების, ამინომჟავებისა და მიკროელემენტების კომპლექსური ნარევით. ეს პროცედურა ებრძვის ასაკობრივ ცვლილებებს, ჰიპერპიგმენტაციას, კანის სიმშრალეს, მოცულობის დაკარგვას და ფოტოდაბერებას.

ინექციური მეზოთერაპია

ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ინტრადერმალურად შეყვანილი მედიკამენტების კოქტეილები ებრძვის კანის სიმშრალეს, აკნეს, პოსტაკნეს, ელასტოზს და წვრილი ნაოჭების წარმოქმნას. მეზოთერაპიის კურსი მოიცავს 4-5 პროცედურას ინტერვალებით და შესაძლებელია სხვადასხვა ზონაზე:

  • თვალის ირგვლივ
  • ყელი და დეკოლტე
  • ხელები
  • თმის მეზოთერაპია (თმის ცვენის წინააღმდეგ)