
ბავშვთა სტომატოლოგია
ორსულობის პერიოდში დაბალანსებული კვება და პირის ღრუს ჰიგიენა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მუცლად მყოფი ნაყოფის კბილების ფორმირებასა და განვითარებაზე.
პირველი ვიზიტი ბავშვისთვის სტომატოლოგიურ სივრცეში უნდა იყოს შემეცნებითი ხასიათის და მოიცავდეს გაცნობით ფორმატს. ექიმი ესაუბრება კბილების მოვლის შესახებ, აცნობს ინვენტარს და პროცედურებს მოკლე, მარტივი მიმოხილვით.
თანამედროვე სტომატოლოგია დღეს უკვე იძლევა საშუალებას, უმტკივნეულოდ, ხანმოკლე ვიზიტებითა და ემოციური დაძაბულობის გარეშე ჩაუტარდეს პატარას საჭირო სტომატოლოგიური დახმარება.
ფისურების ჰერმეტიზაციის დროს ხდება საღეჭი კბილების, ანატომიურად ღრმა ბორცვთაშორისი ფისურების შევსება სპეციალური ფტორირებული ჰერმეტიკებით, რაც წარმოადგენს კარიესის პრევენციის ეფექტურ მეთოდს. აღნიშნული პროცედურა არის მარტივი და ხანმოკლე, არ საჭიროებს ანესთეზიას და კბილის ქსოვილის მექანიკურ დამუშავებას.
ფერადი ბჟენების გამოყენება ერთგვარ თამაშად შეიძლება გადავაქციოთ, რათა პატარა თავად შეარჩიოს სასურველი ფერი. მისი არჩევანის გათვალისწინება ხელს უწყობს ბავშვის კომფორტს მკურნალობის პროცესში და ამცირებს მის ემოციურ დაძაბულობას.
