
იმპლანტოლოგია
დენტალური იმპლანტაცია არის დანაკლისი კბილის აღდგენის თანამედროვე მეთოდი, რომელიც ბუნებრივ კბილს სრულად ანაცვლებს როგორც ფუნქციურად, ისე ესთეტიურად.
დენტალური იმპლანტი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან:
- ტიტანის ხელოვნური ფესვი – ინტეგრირდება ყბის ძვალში
- აბადმენტი – აკავშირებს იმპლანტს ხელოვნურ გვირგვინთან
- ხელოვნური გვირგვინი – აღადგენს კბილის ესთეტიკას და ფუნქციას
დენტალური იმპლანტაციის ეტაპები:
- დაგეგმარება – 3D სურათის მეშვეობით ძვლის მდგომარეობისა და ზოგადი ჯანმრთელობის შეფასება
- მოთავსება – ტიტანის ხელოვნური ფესვის ჩანერგვა ყბის ძვალში
- ინტეგრაცია – იმპლანტის ძვალთან შერწყმა (რამდენიმე თვე)
- აბადმენტის მოთავსება – იმპლანტის წარმატებული ინტეგრაციის შემდეგ
- გვირგვინის დამაგრება – დასკანერება, გვირგვინის გამოჩარხვა და ფიქსაცია
დენტალურ იმპლანტზე მოთავსებული გვირგვინი იდეალურად ერწყმის პაციენტის პირის ღრუსა და სახის მოყვანილობას, რადგან ის ძალიან ჰგავს ბუნებრივ კბილს. მისი მოვლა მარტივია, ხოლო სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი თქვენი ჯანსაღი ღიმილის გარანტია.
