ორთოპედია

ორთოპედია

ორთოპედიული სტომატოლოგია არის მიმართულება, რომელიც ემსახურება ყბა-კბილთა სისტემის მთლიანობის დარღვევის დიაგნოსტიკას და მკურნალობას. დანაკლისი კბილების აღდგენა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ესთეტიური, არამედ ფუნქციური თვალსაზრისითაც. ორთოპედიული მკურნალობა საშუალებას გვაძლევს გამოვასწოროთ დარღვეული ღეჭვითი ფუნქცია და მეტყველების დეფექტები.

ორთოპედიული მკურნალობის დროს ხდება კბილთა მწკრივის დეფექტების აღმოფხვრა და დაკარგული კბილის ჩანაცვლება მოუხსნელი ხელოვნური კონსტრუქციებით.

ვინირი – თხელი ფაიფურის ფირფიტაა, რომელიც ფიქსირდება კბილის წინა ზედაპირზე. ის განკუთვნილია ფრონტალური (წინა) კბილებისთვის, როდესაც აღინიშნება ესთეტიური დისკომფორტი, არასასურველი ფორმა, ფერი, მრავლობითი ბჟენები, ბზარები. ვინირის უნიკალურობას მისი სიმტკიცე და ესთეტიკა განსაზღვრავს.

ცირკონო კერამიკის გვირგვინით კბილების დაფარვა უმეტესად ხდება, როცა დაზიანება მასშტაბურია: დიდი ზომის ბჟენები, ფერშეცვლილი კბილები, პათოლოგიური ცვეთა, ღეჭვითი დისკომფორტი. იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე მეთოდია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კბილის ფორმის, ზომისა და ფერის ცვლილება.